
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე კორონავისურის გამო თვითიზოლაციაშია.
ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე დაადასტურა.
მინისტრის თქმით, იური ნოზაძის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა:
"ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისგან და ბრიფინგისგან.
ის თვითიზოლაციაშია, რაც ადასტურებს მის სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების
შედეგად ბატონ იურის კორონავირუსი არ დაუდასტურა".
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სამინისტროში ჩატარდა დეზინფექცია და სამუშაო მივლინებები შეიზღუდა.