
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ვანო მერაბიშვილს მინის თანაპარტიელები
და ადვოკატები მედიის საშუალებით ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ.
"ვარ ხოლმე მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმართან მიმართებაში, როდესაც ატყუებენ,
რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, რომ ევროსაბჭო გაგათავისუფლებს. ბატონი [გიგა] ბოკერიადან
დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით დასრულებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ,
ამ პატიმარს მედიის საშუალებით ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ. არა და ეს პატიმარი გათავისუფლდა მაშინ,
როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი,"ამიტომაც ის სიცრუის მანქანა ნაციონალური მოძრაობა და მისი ნაფოტად
ქცეული პარტიები ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოებაში შეჰყავთ შეცდომაში, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი პარტიის
წევრი, ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების მანძილზე ტყუილში აცხოვრეს".-განაცხადა წულუკიანმა