
აქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე. წ. მატროსოვის ციხიდან
გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სამარტოო საკანში გატარებული წლების მიუხედავად, კომპრომისზე არ
წასულა და ბრძოლას გააგრძელებს:
"ცხრა წელიწადი და ექვსი თვე სამარტოო საკანში ვიმყოფებოდი, მე ვარ კმაყოფილი, რომ არ წავედი არავითარ
კომპრომისზე და არ წავედი კომპრომისზე, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. მინდა მადლობა გადავუხადო
ყველა გულშემატკივარს. ამან მომცა რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა, იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს
წელსვე ჩამოსცილდეს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.