
თითქმის 7-წლიანი სასჯელის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერი და ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი
თავისუფალია. ე.წ. მატროსოვის ციხე მან ცოტა ხნის წინ დატოვა.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით
დააკავეს.