
თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ უსამართლო უწოდა იმას, რომ დასუფთავების მოსაკრებელს
ფიზიკური პირები უფრო მეტს იხდიან, ვიდრე იურიდიული პირები.
"დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების, თითქმის, 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია.
თუმცა არის პრობლემა, ყველანაირი მონაცემებით, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ფიზიკური პირები იურიდიული
პირების სუბსიდირებას ახდენენ", — აღნიშნა კალაძემ.