
უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს. ამის შესახებ
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს,
ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს,
რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“,- განაცხადა გახარიამ.
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია იკავებდა, რომელმაც პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა.