
"ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა, ბატონო ასეთი კუნთიანი და
სულამოცლილი ჩემპიონები" - ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ფეისბუქზე ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღისადმი ქართული რაგბის
კავშირის მილოცვის პოსტს გამოეხმაურა.
„ცოდვილი ვარ და შემრისხეთ. ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის
გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა, ბატონო ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები. მილიონები,
რასაც ისინი შეექცევიან, უნდა გადავისროლოთ მასობრივი სპორტის დასაფინანსებლად. ჯანმრთელი მომავალი
თაობა მაინც გვეყოლება“, – წერს შალვა ნათელაშვილი.