
"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მე ამას არ მივიღებ, ამით გაგიპროტესტებთ სასამართლოს არარსებობას. სასამართლო ვიცი მე ერთი, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, სადაც თავადაა მოსამართლე","ჩემი ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები. ეს იქნება ჩემი პროტესტი სასამართლოს არარსებობასთან დაკავშირებით- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელიც 8 მოსამართლეს აერთიანებს, ნიკა მელიას საქმეს განიხილავს.
საქმე მელიასთვის პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხება