
“როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის კურსი და მომავალი, ბუნებრივია, მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს,
როგორ დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენროდესაც დასავლელ პარტნიორს
წერილებს უკან მიაყრი და ეტყვი, რომ მისი კომპეტენცია არ არის, ეს სიცარიელე ასე არ დარჩება. ამ სიცარიელეს
აუცილებლად შეავსებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის კურსი
და მომავალი, ბუნებრივია, მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველვყო და
დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ – საქართველოს დამოუკიდებლობა.
არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ისეთი რამ, რაც რაიმე მიმართულებით ოდნავ მაინც შეასუსტებს ოპოზიციურ ერთობას.
ყველაზე ფასეული დღეს ჩემთვის არის ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგა. ყველა ჩემი პოლიტიკური მცდელობა
იქნება იმ ერთობის მხარდამჭერი და გამაძლიერებელი. დანარჩენი დეტალებია “, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ფორმით დაბრუნდება ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკაში