
პუტინს უფრო ცოტა პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიდრე ივანიშვილს -ეს განცხადებან მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ არხთან"
საუბარში განაცხადა
"ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება, უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა.
ერთი-ერთზე მახსენებს ასლან აბაშიძის ქმედებებს და ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე.
ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია, ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რადგან აკეთებს, ძლიერია.
უსუსტესია. მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს, იცით ჩემი დამოკიდებულება პუტინის
მიმართ, ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში",
— თქვა მიხეილ სააკაშვილმა.