დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე
TV პირველის ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერისთვის ბრალის ახლიდან
მისჯას გამოეხმაურა.
"პირველად საქართველოს ისტორიაში [მოხდა], დიქტატურის შემთხვევაშიც კი არ მახსოვს სხვა ქვეყნები ერთი და იმავე ბრალისთვის ადამიანს ორჯერ და სამჯერ აპატიმრებდნენ... მე ნანახი მაქვს, მთლად ასეთიც არა, სიმართლე რომ ვთქვა, მე არ მახსენდება წინა ხელისუფლების დროს ერთი ადამიანი ორჯერ დაეპატიმრებინოთ", — თქვა ბურჯანაძემ.