-
2020-02-10 18:58
გიგი უგალავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა,
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ციხეში
თავისი ფეხით მივა.
"დაგელოდებით, მეგობრებო, მობრძანდით თქვენი უწყისით. ამავე დროს, მე მზად და მირჩევნია მე თვითონ...
გამოცდილება შესაბამისი მაქვს, მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, ბუნებრივია, მე ეს
წინასწარ ვიცოდი. მე თვითონ მივალ ციხეში, მათ მიერ მითითებულ ციხეში. ზედმეტად სახელმწიფო ბიუჯეტს ხარჯვას
გაუფრთხილდნენ.
მაცნობეთ, როგორ უნდა აღვასრულო აბსოლუტურად უსამართლო, უკანონოდ და რეგვენული და ბრიყვული გადაწყვეტილება.
მე არ ვაღიარებ არაფერს. — განაცხადა გიგი უგულავამ.