
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პირველი ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ იქნება,
რადგან ივანიშვილის გუნდი ვერც ერთი სისტემით ვეღარ მოიგებს, მომავალში არც ერთ პარტიას არ უნდა
ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უმრავლესობა მოიპოვოს “, - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა
ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„ჩვენ სწორედ ამ საკითხზე მსჯელობისთვის ვართ შეკრებილები. „ევროპული საქართველოს“ და მთელი ოპოზიციის
მიდგომა დიდი ხანია ცნობილია. ჩვენ ვართ მოქნილები, მაგრამ არა საზოგადოებრივი ინტერესის ხარჯზე. 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პირველი ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ იქნება, რადგან ივანიშვილის
გუნდი ვერც ერთი სისტემით ვეღარ მოიგებს. აქ ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე და მომავალზე. მომავალში არც ერთ
პარტიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მესამედზე ნაკლებით უმრავლესობა მოიპოვოს ან ნახევრით -
საკონსტიტუციო უმრავლესობა. უნდა ჰქონდეს არსებითი უპირატესობა და მხარდაჭერა, რომ ჰქონდეს შანსი უმრავლესობის მოპოვების“,
- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.