-
2020-02-10 16:06
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას,და ამბობს, რომ
ის არსად წასვლას არ აპირებს.
"წავედი მხოლოდ დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები"-
ასეუპასუხა მან მედიის კითხვას.
„ყველა სისულელეს რატომ უსმენთ, რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს ფეისბუქში. როგორ წარმოგიდგენიათ
ახლა ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი, გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე
არ მივმართე, თეორიულად გელაპარაკებით“ ,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც დღევანდელი
ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს.
„მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს
მოაშოროს ის უმსგავსო ჯგუფი, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას და ყურებამდე არის ჩაფლ