
მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში , თუ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი
შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
"ეს პოზიცია მისი წარსულიდან გამომდინარეობს ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან
კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის
საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებს და რეპუტაციას. შესაბამისად,
მას მაღალი ღირსების შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას",-ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებტ, რომ საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს. კანდიდატებს შორის
ერთ-ერთი ირაკლი შოთაძეა.