
თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ გიგა ბოკერია ხელისუფლებას დახურულ შეხვედრაზე არეულობით ემუქრებოდა
"ბოკერიამ თითი გვიქნია და გვითხრა, რომ თუ მათი შეთავაზებული საარჩევნო მოდელი არ გავა,
ქვეყანაში ქვა ქვაზე არ დარჩება"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ თეა წულუკიანმა გააკეთა.
მისი თქმით, ოდირის დასკვნის შემდეგ ოპოზიცია სამარცვხინო მდგომარეობაშია. ის ამტკიცებს, რომ შიდა
მოლაპარაკებებზე, რომელიც დიპლომატების შუამავლობით იმართებოდა, გიგა ბოკერია ქართულ ოცნებას
არეულობით ემუქრებოდა.
"როცა ბატონი გიგა ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან არეულობით იმუქრებოდა ოდირში პროექტის
გაგზავნა სურდა. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ კანონპროექტის კონსტიტუციორობას,რაზეც
მან ქირქილი წამოიწყო, ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს
კონსტიტუციორობას. ეს სამარცხვინოა, ოპოზიციამ საკუთარი უცოდინრობა აჩვენა და ისიც ვერ გაიგო სად უნდა
გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციორობის შესამოწმებლად"-განაცხადა წულუკიანმა