
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე ამბობს, რომ თავის პოზიციაზე რჩება და ფიქრობს,
რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.
"ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით, სიღარიბის, აქედანაა ბევრი პრობლემა გამოწვეული. ქუჩაში რასაც ვხედავ, ეს სულაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად შიმშილობს ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენც იცით, გარკვეულ ბიზნესადაა გადაქცეული ბავშვების მათხოვრობა. ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს თქვენ ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?", — განაცხადა არველაძემ.