
ქართული ოცნების ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში ბიუროს სხდომის გახსნაზე თქვა, რომ გარედან ხმაური
შემოდის, თუმცა ის მათ მუშაობაში ხელს ვერ შეუშლის.
"ბიუროს სხდომას გახსნილად ვაცხადებ, სამწუხაროდ გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს არ შეგვიშლის მუშაობაში,
ვინაიდან საკითხები, რომლებიც განხილვის დღის წესრიგშია დღეს და შემდგომ სხდომებზეც არის საგანგებო მნიშვნელობის
ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დილის შეკრებაც, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ არანაირად არ
უკავშირდება იმ თემას, რომ უმრავლესობას არ აქვს დღის წესრიგზე გარკვეული პოზიციები და თითქოს მთელი ჩვენი
ენერგია და აქტივობები არის დაკავშირებული, ან არის შესაბამისობაში მოსაყვანი იმ აქტივობასთან, რასაც ზოგიერთი
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი გარეთ ატარებს", — თქვა გია ვოლსკიმ.