
5 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს.
"ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია გაკეთებულ და გადაკეთებელ საქმეებზე საუბარი, პროგრამაზე საუბარი... თუ რომელიღაცა სოფელში ხედავენ,
რომ დაპირება შესრულებულია, ის შემდეგ დაპირებასაც დაგვიჯერებს, ამაზე საუბრის საშუალება გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდში. ეს გვაძლევს
ოპტიმიზმის საფუძველს, რომლის მიხედვით ვისახავთ გეგმას, რაც 60 პროცენტს უახლოვდება", — თქვა მდინარაძემ.