
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 თებერვალს წარმომადგენლობითი პალატის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა.
ტრამპის გამოსვლის ბოლოს წარმომადგენლობით პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პრეზიდენტის გამოსვლის
ტექსტის ასლი პირდაპირ ეთერში დახია.
სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ნენსი პელოსიმ მას ხელი გაუწოდა, თუმცა ტრამპმა არ ჩამოართვა.
სხდომის დატოვების შემდეგ პელოსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექსტის დახევა "კეთილშობილური ჟესტი" იყო.