
აქტივისტები დღეს პარლამენტის პიკეტირებას აღარ მოახდენენ. ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამოქალაქო მოძრაობებმა, აქციის გამართვა და სირცხვილის კორიდორის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.
„ოთხი თებერვალი საქართველოში გლოვის დღე უნდა იყოს. მაშინ, როდესაც არა თუ პარლამენტი არ დაიწყებს რაიმე სულელური კანონის მიღებას, არა თუ რომელიმე მოძროაბა ან პოლიტიკური პარტია რაიმეს გააპროტესტესტებს, არამედ ყველა ერთად დავდგებით ამ ტრაგედიის ჟამს. ვილოცებთ დაღუპულთა სულებისთვის და ერთმანეთს პირობას მივცემთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა მაქარაშვილმა, "ფორმულასთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - აქედან ოთხი მცირეწლოვანია.