
კახი კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში არანაირი დევნა პოლიტიკური ნიშნით არ მიმდინარეობს და რომ
ამ ნიშნით არც გიგი უგულავა იდევნება.
მისი თქმით, თუ ვინსეს დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება.
„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს,
ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს,რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი,
კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა კახი კალაძემ
უგულავაზე.