
ელისო კილაძე სოსო გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა:
"სოსო გოგაშვილის მხრიდან,ამ დღეებში მოვისმინე უამრავი სპეკულაცია პანკისის სპეცოპერაციის
შესახებ.
სამწუხაროდ,ჟურნალისტები არ უსვამენ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას,ამიტომ ვთავაზობ
მას დებატებს ! თანახმა ვარ ნებისმიერ ტელევიზიაში,ნებისმიერ ფორმატზე-მათ შორის იმედზეც !
პირობას ვდებ,ვიქნები კორექტული(არ დავუძახებ ფარშის დისტრიბუტორს),უნდა მომეცეს აუდიო ჩანაწერის
სამი ფრაგმენტის გაშვების საშუალება !"
#ველიპასუხს!-წერს კილაძე
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამბობს,
რომ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას აპირებდნენ.
"ჩატაევი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილის და
მიხეილ სააკაშვილის მიერ. ეს დანაყოფი შექმნეს იმის გამო, რომ ნებისმიერი პრობლემა გადაეჭრათ პირადი
მიზნებისთვის.
რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი იქნებოდა ეს თუ ა.შ... მიშას და ვანოს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ,
რომ ქართული ოცნება საარჩევნოდ სერიოზულ რესურსს კრებდა მოსახლეობის სახით და ერთ ვერსიად გაჟღერდა,
რომ ახმეტაში მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია.
ამას ზუსტად ამ ფარული ჯგუფის საშუალებით აკეთებდნენ. რომელსაც მერე ჩახოცავდნენ", — განაცხადა გოგაშვილმა
იმედთან ინტერვიუში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი იმასაც ამტკიცებს,
რომ ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS-ის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას.