
ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე არ უნდა ადგამდეს ფეხს,
სანამ ეპიდემიის საფრთხეა.
"ეს არ არის რეკომენდაცია, თუ კიდევ ოდნავ სინდისის და საღი აზრის ნატამალი შერჩენია ივანიშვილს, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ. არც ერთი ჩინეთის მოქალაქე საქართველოს მიწაზე არ უნდა ადგამდეს, სანამ არის ეპიდემიის ასეთი საფრთხე და სანამ არ მომხდარა მასობრივი გავრცელება, რისი დიდი საფრთხეც არსებობს მათ შორის საქართველოსთან მიმართებით", — თქვა მიხეილ სააკაშვილმა.