
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თონა ბოკუჩავა და
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში არშეშვების ფაქტმა გამოწვია.
ბოკუჩავა ითხოვდა მაჩალიკაშვილისთის საშვი დაეშვათ.
"ნახეთ, პროვოკაციის დონე, სიტყვა უზნეო, არ არის კორექტული და სიტყვა სირბილი, რომ ადამიანს არაკორექტულად მიაჩნია, ეს არის სირცხვილი. რეალური სირცხვილი არის გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება. ქალბატონ თინას, შეუძლია თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის თავის პარტიაში ჩაატაროს ბრიფინგი. თინა, ეს არის პროვოკაცია. ახლა მეც ვიყვირო, თუ რა გავაკეთო. ბოდიში, მაგრამ შენ პროვოკატორი ხარ... შეგიძლია ზუსტად 60 წამი გაჩერდე?! არსებობს ბრძანება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია არ შემოუშვას, თუ არის პრვოკაციების საფრთხე. არშემოშვება კანონიერია. ხელი ჩაწიე... მეორედ ეგეთი უზნეო საქციელი აღარ ჩაიდინო," - მიმართა მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავას.
საპასუხოდ, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მდინარაძესთან დიალოგის გაგრძელებას აღარ აპირებს.
"ამ ლაჩრობას, რასაც შენ აკეთებ, მე არ მოვუსმენ. წამობრძანდი ახლა და ამოიყვანე ის ადამიანი. რატომ არ უშვებ საშვს? ბატონი მალხაზი რატომ ვერ შემოდის პარლამენტში? სირცხვილია, არ ვაპირებ ამ დიალოგს შენთან," - აღნიშნა ბოკუჩავამ.