მანჩო გიორგობიანი-პეტიციას ვამზადებ, სახალხო დამცველის პოსტიდან ლომჯარიას მოშორების მოთხოვნით

Image

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შესახებ წერს სოციალურ ქსელში:

 

“ამ ოცნებაში, კიდევ კარგი , ადრე თუ გვიან მაინც ხვდებიან და აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს, აღიარებასაც არ ერიდებიან… მიუხედავად იმისა, ლომჯარიას ომბუდსმენობაც იმ სერიიდან არის – აიი, ხომ გეუბნებოდით?!!.

ფაქტია, ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობა იმთავიდანვე უკანგადადგმული და მეტიც მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის და ამას ხმამაღლა ვამბობდით ბევრნი … ოცნების რომელი ჯგუფი იყო რეკომენდატორი ამ კანდიდატურის, ჭორების დონეზე ლაპარაკი არ მინდა… მაგრამ რა კრიტერიუმებით დააყენეს სოფო ხორგუანის წინ, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ამ სფეროში მუშაობის და ბრძოლის, ან სხვა, მასზე უფრო ღირსეულ კანდიდატურაზე მაღლა, ჩემთვის დღემდე გაუგებარი და გასაბრაზებელია, .. ბოლო- ბოლო რა გახდა, რომ უბრალოდ ასეთი უტიფარი მატყუარა არ აგერჩიათ და სხვა ვინც გინდა ის…
(თუ ამასაც დასავლეთი გკარნახობთ ?! )

დანიშვნის დღიდან, ნინო ლომჯარია არის პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებული და საკუთარი კეთილდღეობით დაკავებული ადამიანი… პირველი , რაც გააკეთა, იქირავა ოფისი 34 000 $-ად, ვითომ ვერ მოიცდიდა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ცოტა ხანს და ამდენი ფულის გადაყრას, ახლის აშენებას დალოდებოდა… მომჯდარია 100 000 $-იან მანქანაზე და არაფერს აკეთებს საზოგადოების საკეთილდღეოდ!

გამოდის ისეთი კანონპროექტების წინააღმდეგ, რაც ევროპაში მიღებულია, თუნდაც კანონი ცილისწამების შესახებ (ახლახანს მიიღეს) , ასევე წინააღმდეგია “რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის შესახებ” კანონის გამკაცრების… არც თვითონ იძლევა რეკომენდაციებს, მიუხედავად იმისა, ხედავს , საზოგადოებაში როგორი სერიოზული კონფლიქტების თემა გამხდარა ასეთი ფაქტები!..

ასევე, დაკავებულია მხოლოდ პოპულარული თემებით, რაც მას “გააპიარებს” და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას უბრალო ადამიანებს … რამდენიმე ადამიანმა პროკურორი მედეა ცირამუას მიერ დაკითხვების დროს ზეწოლებზე დაწერეს განცხადებები – რეაქცია 0 და იყო შემთხვევა , სამჯერ მოითხოვა პატიმარმა სახალხო დამცველის ოფისიდან ყურადღება და არავინ მოსულა.. და ასეთი უამრავი შემთხვევა.

ასევე, მაგალითისთვის გეტყვით, როდესაც კლასში გენდერული ბალანსის აღსადგენად, ლევან ვასაძემ ერთი უფასო ადგილი ბიჭისთვის დაამატა (ასეთივე რამ წინა წელს გოგოსთვის გაკეთდა), სახლახო დამცველმა ლამის სასამართლოს გადასცა სკოლა და მთელი რიგი განცხადებები მიუძღვნა ამ “აღმაშფოთებელ” ფაქტს, თუმცა დღესავით ნათელი იყო, მისი ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკი.

ამავდროულად, როდესაც კერძო “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციამ , ზარალის ანაზღაურების მიზნით, ისეთი პროკურორული დაკითხვები მოუწყო ბავშვებს, მერე ერთი პოლიციაში მოახვედრა და ვიცით შემდეგ ლუკას ტრაგიკული ისტორია, ხოლო მეორე გოგონამ თვიდაზიანებები მიიყენა, ისეთ დღეში ჩაყარეს ბავშვები… რატომღაც არავის მოგვისმენია სახალხო დამცველის ერთი განცხადებაც კი ამ გესტაპო სკოლის მისამართით და საერთოდ , მსგავსი სკოლების , სადაც ფინანსების აღარქონის გამო, არც კითხულობენ ბავშვების სულიერ მდგომარეობას, ისე უშვებენ სხვაგან , ისედაც ტრავმირებულ მოზარდებს… სახალხო დამცველს უბრალოდ არ აინტერესებს და არ შეუსწავლია აღებ-მიცემობაზე გადასული სკოლების საკითხი, არც ბევრი სხვა რამ…

 

სახალხო დამცველს არასდროს გამოუთქვამს პროტესტი, როდესაც ტელევიზიით ხდება ნარკოტიკების პოპულარიზაცია პოლიტიკოსების და ცნობილი ადამიანების მიერ, ვითომ “მსუბუქი ნარკოტიკები” , სერიალში “ჩცდ” პირდაპირ მოხმარებით გარეკლამებული მარიხუანა და ე,წ, “კლუბურები” … სახალხო დამცველს არ აღელვებს , რომ ყოველივე ამის გამო, გახშირებულია თვითმკვლელობები და ახალი ტიპის ნარკოტიკების ფონზე, კრიმინალთან ერთად, გაზრდილია თვითდაზიანებები, ოჯახის წევრებზე ძალადობა, ფსიქიკური აშლილობები და ა.შ.. მაგრამ არ გამოვა და არ გააკრიტიკებს არც ლევან ბერძენიშვილს , არც ზურაბ ჯაფარიძეს და არც ქეთი დევდარიანს …

რა უნდა დავარქვა ამ ყველაფერს, თუ არა მიკერძოებულობა და პირადი ინტერესების გარდა , რით უნდა ავხსნა, კანონდამრღვევეთა ერთ ჯგუფზე თვალის დახუჭვა და მეორეზე კილომეტრიანი ენის გადმოგდება?

რატომ არ გააკრიტიკა ე.წ. ოპოზიციური ნაც. პარტიის ლიდერი, რომელიც პოსტზე მდგარ პოლიციელს ლანძღავს და ხელს ურტყამს?!.. სახალხო დამცველი უნდა მოშაობდეს დაქსაქსული ერის რაღაც საკითხებში მაინც კონსოლიდაციისთვის , კონსესუსისთვის და არა უარესი შუღლის ჩამოსაგდებად … რადგან როდესაც საზოგადოება ხდება ასეთი უსამართლო დაყოფის, სეგრეგაციის მომსწრე , რომ ერთ მხარეს ყველაფერი ეპატიება, ხოლო მეორეს არა თუ ეპატიება , არამედ უგონებე და ზედ უმატებენ ახალ -ახალ ტყუილებს, აუცილებლად წარმოიქმნება აგრესიის კერები და თვითგადარჩენის ინსტინქტით, შესაძლოა რეალური თავდასხმებიც მოხდეს…

 

არავის სჭირდება სახალხო დამცველი რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მხოლოდ რაღაც ჯგუფების ვიწრო ინტერესებზე მუშაობს!!! არავის სჭირდება სახალხო დამცველი რომელიც საზოგადოების უმრავლესობას არ უნდოდა , არ უნდა და ახლა უკვე ფაქტებით შეგვიძლია გითხრათ რატომაც აღარ გვინდა.

ამას წინათაც დავწერე და ახლაც ვწერ, პეტიციას ვამზადებ, სახალხო დამცველის პოსტიდან ლომჯარიას მოშორების მოთხოვნით… ეს პოსტი დიდი მომზადების გარეშე დავწერე და ამიტომ ბევრი რამ უცბად არ გამახსენდა… თქვენც შემახსენეთ კონკრეტული ფაქტები, როდესაც ჩათვალეთ, რომ სახალხო დამცველი უსამართლოდ მოიქცა…

p.s. არც მომისმენია თეა წულუკიანმა რა თქვა , მაგრამ კარგია, თუ ჩვენს ჭკუაზე გადმოვიდა.. სჯობს გვიან , ვიდრე არასდროს.”– წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !