-
2020-01-21 20:18
როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი თავის დაბადების დღეს წყევლის, თეა წულუკიანს დაბადების დღეს ვერ
მივულოცავ.ეს განცხადება ნატო ჩხეიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატებმა თეა წულუკიანს დაბადების დღე
მიულოცეს.
„დაბადების დღის მილოცვა ჯერ კიდევ მეოთხე მოწვევის პარლამენტის დროს, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ წამოწია წინ და მას
შემდეგ ეს კანონად კი არ ქცეულა, მაგრამ მუდმივად ხდება ხოლმე ასეთი რამ. როდესაც დეპუტატებს და მაღალი რანგის
მოხელეებს ულოცავენ დაბადების დღეს ასე საჯაროდ, მე პირადად მაინცდამაინც ვერ ვეთანხმები. დეპუტატების თუ მაღალი
რანგის მოხელეების ასე საჯარო მილოცვები დაბადების დღისა, იმ დროს, როდესაც ჩვენ გვიყურებს საზოგადოება, ის
საზოგადოება, რომელთა გარკვეული ნაწილი თავის დაბადების დღეს წყევლის კიდეც, ვფიქრობ, გარკვეულწილად უხერხული
უნდა იყოს ეს. ასე რომ ქალბატონო თეა, თუ მიკროფონიდან არ მოგილოცავთ დაბადების დღეს ალბათ არ მიწყენთ“, –
განაცხადა ნატო ჩხეიძემ.