
საპატრიარქოში მმართველი პარტიის წევრები ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მისულები.
პატრიარქს დაბადების დღე, აღსაყდრების იუბილე და შობა-ახალი წელი გია ვოლსკიმ, ილია ნაკაშიძემ, რატი
იონათამიშვილმა, ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ,
გენადი მარგველაშვილმა და კარლო კოპალიანმა მიულოცეს.
საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით,პატრიარქმა "ოცნების" წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა
"“მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენ შორის, თქვენ
უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ
სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით."