
“ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით და მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას,
რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, დემოკრატიულობას უზრუნველყოფდა…
ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ მედიაცენტრ
“მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამას გარდა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკურ-ოპოზიციურ სპექტრში სხვა ძალას ვერ ხედავს:“იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ
სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ და გაერთიანებული ოპოზიციაც
პირობითია, მათ საქართველოში ლიდერი არ ჰყავთ. მათი ლიდერი არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი” – აცხადებს სიმონ
ნოზაძე.