
ზურაბიშვილი კალანდობას სოფელში შემოქმედში ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა.ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მინდა სრულიად საქართველოს გურიიდან კალანდობა მივულოცო. მეკვლე სხვა დროს და სხვა ადგილასაც
ვყოფილვარ, მაგრამ ამ დროს გურიაში პირველად ვარ. კალანდობა ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელმაც
აქამდე მოგვიყვანა და რაზედაც დღეს ვდგავართ. გურიას ეს ძლიერი ტრადიცია აქვს. სხვა მხარეებს სხვა
ტრადიციები აქვთ და მათი ერთიანობა ქმნის საქართველოს".-აღნიშნა ზურაბიშვილმა.