
ხაჯიმბამ ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა.
„პარლამენტში მიღებულმა მიმართვამ შესაძლოა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია გაართულოს და
შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილებას დაელოდებიან და სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გავლენ. მიხვდა რა სასამართლოში თავისი
მოთხოვნების უპერსპექტივობას, ოპოზიციამ რადიკალური ზომების მიღება დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის
შენობაზე შტურმი მიიტანა