
თურქეთში ცოტნე გამსახურდიას გადაყვანასა და მკურნალობას ფონდი ქართუ აფინანსებს.
ცოტა ხნიწ იწნ კი დაჭრილის ძმამ , გიორგი გამსახურდიამ მადლობის წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ოჯახის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას
(რომელთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციას, შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ამ პროცესში
ჩართულ ყველა პირს (ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი ჩემი უახლოესი მეგობარია)", —
ნათქვამია გიორგი გამსახურდიას წერილში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბრის საღამოს
დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.