
რესპუბლიკის მოედანზე უწესრიგობის და ქაოსური გარევაჭრობის დაუშვებელია-აცხადებენ თბილისის მერიაში.
იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში გარევაჭრობაა დაშვებული. თბილისის მერიის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, უწესრიგობის და ქაოსური გარევაჭრობის დაშვება.
„თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გარემოვაჭრეებს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შემოთავაზებული ადგილებით. საახალწლო ბაზრობები პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე, ასევე პარლამენტის წინ იფუნქციონირებს 13 იანვრის ჩათვლით, ხოლო სხვადასხვა რაიონში გამოყოფილ ადგილებზე გარევაჭრობა დაშვებული იქნება 7 იანვრის ჩათვლით“, - აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით,გარევაჭრობისთვის რამდენიმე ადგილი გამოიყო, რომელთაგან ორზე - პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია.
დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, რომლის დროსაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს, პროტესტის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს.