
ექვსი წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ახალი წელი პირველად
მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ
ზელენსკის 31 დეკემბერს ტელეფონით ესაუბრა. ამას გარდა, პუტინმა და ზელენსკიმ გაზის ტრანზიტის
შესახებ ახალი ხელშეკრულებისა და დონბასთან ტყვეების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პირველად 9 დეკემბერს ნორმანდიული სამიტის
ფარგლებში შეხვდნენ.