
მიხეილ ჩხენკელმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.
“განსხვავებულად ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და
თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია
ბიძინა ივანიშვილი- ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და
თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ
ჩვენი დიდ ლოტბარი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ
საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას.
ვაზსა და პოლიფონიას შორის ჰარმონიული კავშირი არსებობს და როგორც მე ვიცი, ამ ჯიშების რამდენიმე ძირიღა
იყო შემორჩენილი და სწორედ ბატონი ბიძინას ძალისხმევის შედეგად შეუნარჩუნდა მომავალ თაობებს ეს
მემკვიდრეობა. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს,
უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა.
უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, ვინც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე
თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს“,- განაცხადა ჩხენკელმა.