
ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად ტენდერი უკვე მეექვსედ გამოაცხადა.
2018 წლის მარტში ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა ნიკეას ქუჩაზე, 36 მეტრის სიმაღლის სადგამზე დროშა
აღემართა. თუმცა დროშის აღმართვის მცდელობა თითქმის 2 წელია, უშედეგოა.
ბოლოს ტენდერი ქუთაისის მერიამ 2019 წლის ნოემბერში გამოაცხადა – ამჯერად 49, 959 ლარის ღირებულების.
ტენდერი საკრებულოს დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიამ "გიან -2011"-მა მოიგო, თუმცა,
ტენდერის დასრულებიდან მალევე კომპანიამ ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადა.
ამ ჯერად ტენდერის ღირებულება კვლავინდებურად 49,959 ლარია.