
თბილისის მერიის წლის ბოლო შემაჯამებელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა მთელი წლის განმავლობაში
განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასა.
დედაქალაქში წარმატებით განხორციელებული პროექტების აღნიშვნის გარდა, კალაძემ მშრალი ხიდისა და
ზაარბრიუკენის ხიდებთან დაკავშირებით უკმაყოფილება ვერ დამალა.
“რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და რამდენიმე დღის წინ
დავათვალიერეთ ეს მონაკვეთი. დღეს ისეთი დღეა არ მინდა ჩხუბი და განსაკუთრებული ყურადღების
გამახვილება ამ თემაზე, მაგრამ აი გულზე შემოგეყრებათ ისეა სამუშაოები შესრულებული. განსაკუთრებით
ინფრასტრუქტურის საკითხებში. ამიტომ ყოველგვარი აღელვების გარეშე დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო
სამუშაოები განახორციელოს თავიდან”, – განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, მერია არ დაუშვებს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას.