-
2019-12-24 10:43
თბილისის მერის განცხადებით, მას ბოტები და ტროლები არ სჭირდება. მსგავსი ხერხები სჭირდებათ იმ
ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე მიიყვანეს იმ მდგომარეობაში, რაც ხდებოდა წლების
განმავლობაში-ამბობს იგი.
„არანაირი ტროლი და არანაირი ბოტი არ ვიცი და არასდროს მქონია შეხება. მე არ მჭირდება ბოტების პიარი,
შეგიძლიათ ჩემთან ერთად გამოიაროთ ქუჩაში და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, კახა კალაძეს სჭირდება თუ
არა ბოტები და ტროლები. ეს სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე
მიიყვანეს იმ მდგომარეობაში, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, აღარ გავიმეორებ, თუ რა იყო და რა
მდგომარეობა. ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ მომავალზე, უკეთეს საქართველოზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ
ორნიშნა ციფრამდე ავიყვანოთ ეკონომიკის ზრდა და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა ჩვენი ქვეყნის
მოქალაქემ“,-განაცხადა კახა კალაძემ.