-
2019-12-23 16:50
სოციალურ ქსელში ასობით ყალბი ანგარიშის არსებობის ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
ეხმაურება.
“არ არის ჩემთვის ამგვარი ანგარიშებისა და “ტროლების” შესახებ ცნობილი, თუმცა არის ცნობილი იმის შესახებ, რომ მაგალითად, არ ვიცი ვის მიერ შექმნილი “ტროლები” თუ ყალბი ანგარიშები, მიზანმიმართულად ბოლო 7 წლის მანძილზე იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა, იქნება ეს ინდივიდი თუ რომელიმე ორგანიზაცია, თუ პოლიტიკური პარტია – იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას. მე მაგალითად, როგორც გითხარით, ოპოზიციის მხრიდან “ფეისბუქზე” ამგვარი “ტროლების” მსხვერპლი ვყოფილვარ… დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებდა, რომ მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და თქვენ საზოგადოებას, ცდილობენ ბოკერიები, სხვები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, მოგყიდონ ტყუილი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.