
საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანების“ აქციის დროს,ძალის გადამეტების ბრალდებით, ორი პოლიციელი
დააკავეს.
ერთ სამართალდამცველს ოთხი თვით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, მეორეს კი ორი თვით.
ანალოგიური მუხლით საქმე კიდევ 20 პოლიციელზეა აღძრული.
მათ ბრალეულობა სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებული ვიდეომასალით დაუმტკიცდათ.
საფრანგეთში „ყვითელჟილეტებიანების“ აქციებზე აქციის 2500 მონაწილე და 1800 სამართალდამცველი დაშავდა.