-
2019-12-20 10:45
"არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის უფლება" - კალაძის თქმით წარწერები წაიშლება,განაცხადა თბილისის
მერმა კახა კალაძემ.
„არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, მათ ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. " – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ წარწერები „ამ ცხოვრების დედაც“ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა.