
სახელმწიფო ინსპექტორი „მწვანე სკოლაში“ შევიდა.
"ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა გამოძიების შედეგად გამოკვლეული გარემოებები, ასევე,
მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია და დამატებით შედეგებს საზოგადოებას
აუცილებლად ვაცნობებთ. სკოლაში დაგვხვდებიან სკოლის წარმომადგენლები და მათთან ერთად სამსახური
შეისწავლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. მათ შორის შეიძლება იყოს სკოლის
ტერიტორიაზე ვიდეოთვალთვალის კანონიერებაც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ადგენს
კონკრეტულ წესებს და პირობებს, რა შემთხვევაში არის დასაშვები ვიდეოთვალთვალი და სწორედ
კანონმდებლობით დადგენილ ამ წესებს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“,
– განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „მწვანე სკოლის“ ყოფილმა მოსწვალემ, 15 წლის ლუკა სირაძემ, სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა.