-
2019-12-18 16:51
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯგუფების მიღება საქმიანი შეხვედრის ფორმატში ჩატარდება.
„სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა.
შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში .