-
2019-12-17 19:35
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებლის მიერ მოწყობილ პრეზენტაციაზე განაცხადა, 2020 წელი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის უკეთესი იქნება.
მისი თქმით, ბიუჯეტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
„შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელი გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი თბილისისთვის, რადგან ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. 1,3 მილიარდია გამოყოფილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ქალაქს მოხმარდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისის ყველა რაიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მომავალ წელს საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტობუსე ზოლებით, ველობილიკებითა და სხვა გამართული ინფრასტრუქტურით აღნიშნული გამზირი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტერიტორია იქნება" - განმარტავს კახა კალაძე