
ბიუროს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.
დაპირისპირება სერგო რატიანს, მიხეილ ყაველაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის მიმდინარეობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები 20 ივნისის პატიმრების მონახულებას ითხოვენ, თუმცა მათ ციხეში შეშვებაზე დასტური არ მიუღიათ.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან ბიუროს სხდომას ესწრებით. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ“ - განაცხადა თალაკვაძემ.
ბიუროს სხდომაზე ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა და დეპუტატები ერთმანეთს შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავენ .