
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
ასევე, მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით უგულავა ვალდებულია საგამოძიებო უწყებას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი ჩააბაროს.
შეგახსენებთ, რომ უგულავს სასამართლო პროცესი ე.წ. „აეროპორტის საქმეზე“ გაიმართა.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ, თუმცა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო, ხოლო გოკა გაბაშვილი დაზარალებულად.
უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის ფაქტს თბილისის მერიც გამოეხმაურა, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი.
„ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა. საქმის დეტალებს არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ედავებიან. ამიტომ გამიჭირდება პასუხი გავცე ამ შეკითხვას. არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული" - განაცხადა კახა კალაძემ.