
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა.
მათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფიცი დადეს.
იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატებიდან 9 უკვე მოქმედი მოსამართლე იყო, ფიცის დადება 5 კანდიდატს მოუწია.
საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადეს ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, მამუკა ვასაძემ, ქეთევან ცინცაძემ და ალექსანდრე წულაძემ.