-
2019-12-02 15:06
ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს ახალგაზრდულ კვირეულს სახელწოდებით - „საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“.
კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.
“ახალგაზრდული კვირეული“ 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველად გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა და ამ სტატუსს 6 თვე შეინარჩუნებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30