
რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ დიპლომატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.
„”უდავოა, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში, დეკემბრის შუა რიცხვებში იხსნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“ - განაცხადა კარასინმა.