უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია მარკირების წესში ცვლილებებს ითხოვს

Image

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია ღია წერილს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს.

 

ასოციაცია მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მარკირების წესში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

„ბატონო პრემიერო,

თქვენი ბიზნესომბუდსმენობის დროს გვახსოვს, თუ როგორი ეფექტური იყავით ბიზნეს-სექტორის პრობლემების მოგვარებისა თუ ინტერესების დაცვის საკითხში. თქვენი მეშვეობით შევძელით ხმა მიგვეწვდინა მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის და ნაწილობრივ დაგვერწმუნებინა, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ინსტიტუტი არ იყო განპირობებული ჩვენს ქვეყანაში არსებული რაიმე ობიექტური აუცილებლობით (მაგალითად, ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემით) და აქედან გამომდინარე, არ უნდა გამხდარიყო კერძო მეწარმეების ფინანსური ტვირთი. სხვა შემთხვევაში ეს გამოიწვევდა უალკოჰოლო სასმელებზე ფასების გარდაუვალ გაძვირებას, რაც დიდი პრობლემა იქნებოდა როგორც მოსახლეობისთვის, ფასების ზრდის გამო, აგრეთვე ბიზნესისთვისაც - გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირების კუთხით, და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ისიც გასაგებია, რომ ფასების ზრდა ერთ სექტორში ხშირად მხოლოდ ამ სექტორზე არ ლოკალიზდება და ბიძგს აძლევს საერთო ინფლაციურ პროცესებს.

დღესდღეობით სიტუაცია არ შეცვლილა. ვდგავართ იმავე რისკების წინაშე. განსხვავება ისაა, რომ ახლა ზუსტად არის ცნობილი, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა, რომელზეც აპელირებდნენ მარკირების ინსტიტუტის მხარდამჭერები, არ აღმოჩნდა მართალი. არავითარი აღურიცხავი პროდუქცია არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. არარსებული პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო იხდის ამჟამად რამდენიმე მილიონ ლარს წელიწადში. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ასე არ ყოფილიყო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი ვიდავეთ. ამდენად, ჩვენ, ბიზნეს-სექტორი, ვალმოხდილი ვართ ქვეყნის წინაშე. სახელმწიფოს კი, თუ მან ვერ გააცნობიერა ამ ინსტიტუტის უსარგებლობა, შემაფერხებელი ეფექტი და ხარჯიანობა, შეუძლია გააგრძელოს მარკირება. თუმცა ბიზნეს-სექტორს ნუ გვაიძულებს ვიკისროთ მარკირების საკმაოდ მძიმე ხარჯი. უალკოჰოლო სასმელების ისედაც დაბალმარჟიანი სფერო ამ ხარჯს ვერაფრით გაუძლებს ფასების გაძვირების გარეშე, რასაც ზემოთ აღწერილი ნეგატიური შედეგები დომინოს პრინციპით შეიძლება მიჰყვეს.

ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანების (გადასახადების ადმინისტრირების შესახებ) გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული იყო, რომ 2019 წლის ბოლომდე მარკირების საფასურს გადაიხდიდა სსიპ შემოსავლების სამსახური. მანამდეც, უკვე მერამდენე წელია, ხორციელდება თითო ან ორი წლით ამ საკითხის გადავადება. შინაარსობრივად ყველას გვესმის და თქვენც გვეთანხმებოდით, რომ მარკირების ხარჯი არ უნდა იყოს ბიზნესის ფინანსური ტვირთი. მართებულად მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე და ყოველ ჯერზე არ მოგვიწიოს მასზე მსჯელობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნას ჩანაწერი (მუხ.1921.3) იმის შესახებ, რომ "გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება" (მეწარმე სუბიექტების მიერ). დარგის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

თქვენ, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ამასთანავე, საკითხის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ადამიანს, გაქვთ სრული შესაძლებლობა, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრათ.

პატივისცემით,

„უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია"“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

2020-07-07 11:35
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

2020-07-07 11:27
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი...

სურამში, ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

2020-07-07 11:25
სურამში, ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

დღეს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40-42 გრადუსს მიაღწიოს

2020-07-07 11:22
9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4477
0.0256
100
RUB
 - 
4.2454
0.0357
1
USD
 - 
3.0532
0.0067